ნინო ქობულია's blogspot

პროექტები

1. პროექტის სახელწოდება:  სიმეტრია ჩვენს ირგვლივ


2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):  ცენტრული სიმეტრია, ღერძული სიმეტრია.


3.პროექტის აქტუალობა:ზოგადად სიმეტრიის , ცნების , საყოფაცხოვრებო გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირი.

4. პროექტის მიზნები:   პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ მათ მიერ შესწავლილი სიმეტრიის სახეებზე - ცენტრული სიმეტრია, ღერძული სიმეტრია.ახდენენ გეომეტრიულ ფიგურათა კლასიფიკაციას სიმეტრიის ცენტრისა და სიმეტრიის ღერძების მიხედვით.

5. მონაწილეთა ასაკი:  X კლასი.


6. ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი კვირა


7.მოსალოდნელი შედეგები: სიმეტრიასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავება


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტის განხორციელებისას გამოყენებული იქნება კომპიუტერი, ცნობარები , სხვადასხვა ენციკლოპედიები.


9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები წარმოადგენენ სიმეტრიის მაგალითებს ხელოვნებაში, ბუნებაში. მსჯელობენ ამ ცნების საყოფაცხოვრებო გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირზე.მოიძიებენ ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს სიმეტრიის შესახებ, დაამტკიცებენ ზოგიერთი სიმეტრიის გეომეტრიულ თვისებებს, მოიძიებენ სიმეტრიის მაგალითებს ბორდიურებსა და მოზაიკაში.








10. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები შეძლებენ ფიგურათა გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და მათ გამოყენებას გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას, შეძლებენ კოორდინატების გამოყენებას გეომეტრიული გარდაქმნების(პარალელური გადატანა,ღერძული/ცენტრული სიმეტრია) შესრულებისა გამოსახვისათვის.
ფიგურის და/ან გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების მიხედვით იმსჯელებენ მოცემული ფიგურებით სიბრტყის დაფარვის შესაძებლობის შესახებ.



11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ქობულია-გაგოშიძე.


12.ხელმძღვანელის ელფოსტა: ninoqobulia73@gmail.com


13. პროექტის ვებგვერდის ან ბლოგის მისამართი: talesii.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий